ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის უკან მდებარე სკვერში სპორტული ტრენაჟორები მოეწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები შ.პ.ს ,,გეგუმ’’ შეასრულა.
„პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 71, 952 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში სკვერის კეთილმოწყობისთვის, 2021 წელს, 68, 269 ლარის სამუშაოები განხორციელდა. მოეწყო ბორდიურები, ფილები, სანიაღვრე არხები, გარე განათება, განთავსდა მოსასვენებელი სკამები. ლენტეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.