სახალხო დამცველი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მცხოვრებ მუსლიმებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი სამცხე-ჯავახეთის მხარეში შეხვედრებს აგრძელებს. 2023 წლის 25 აგვისტოს ლევან იოსელიანი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მცხოვრებ მუსლიმებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებული მეჩეთებისა და სხვა საკულტო ნაგებობებისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მინიჭების, მათი რეგისტრაციისა და რესტავრაციის საკითხებზე.

მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთში ჯამში 100 მეჩეთი დგას.

„ისაუბრეს ასევე, რელიგიური კონფესიების ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსების, დღესასწაულების აღნიშვნისა და ახალგაზრდა თაობის წინაშე მდგარი ხარისხიანი განათლების მიღების გამოწვევებზე. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, საუკუნეობრივი ტოლერანტული გამოცდილებითა და წარსულით. ამასთან, აღნიშნა რომ მისი აპარატის ერთ-ერთ პრიორიტეტს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე მუშაობა წარმოადგენს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება