ლევან ხაბეიშვილი - „გამარჯვების პლატფორმის" ფარგლებში, იმერეთში ვხვდებით რეგიონულ და მუნიციპალურ ლიდერებს - ვემზადებით ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევისთვის

„გამარჯვების პლატფორმის" ფარგლებში, იმერეთში ვხვდებით რეგიონულ და მუნიციპალურ ლიდერებს. ვემზადებით ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევისთვის,“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „გამარჯვების პლატფორმის" ფარგლებში , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები, წყალტუბოში, სასტუმრო „პლაზაში“ იმერეთის რეგიონულ პარტიის წევრებს შეხვდნენ.

„გამარჯვების პლატფორმის" ფარგლებში ვხვდებით იმერეთის რეგიონულ ლიდერებს. ვგეგმავთ სექტემბრის აქტივობებს. იცით, რომ უმძიმესი პრობლემები აქვთ ჩვენს მოქალაქეებს დაწყებული ეკონომიკური პრობლემებიდან, გაგრძელებული სოციალური მიმართულებით, ამიტომ მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობისთვის გვქონდეს ყოველდღიური შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ლიდერებთან, წარმომადგენლებთან. ასევე, ვაკეთებთ პრობლემების ნუსხას, მაგალითად, დღეს გვქონდა გურიაში აქტივობა, რომელიც უკავშირდება თხილის დაბალ ფასს, იმერეთში ასევე უამრავი პრობლემაა, ამიტომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ პარტიული ინფრასტრუქტურის, „გამარჯვების პლატფორმის“ გაძლიერებაზე, რადგან ჩვენ სექტემბერს უნდა შევხვდეთ მომზადებულები იმისთვის, რომ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა ლოგისტიკური ცენტრი, ვგულისხმობ მუნიციპალიტეტებში ოფისები იყოს გახსნილი. ვემზადებით ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევისთვის. უამრავი პრობლემა აქვს ხალხს, უკიდურესი გაჭირვება, გაქცეული, ბარგჩალაგებულია მოსახლეობა და გაზულუქებული, მკვლელი „რუსული ოცნება“ ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოვიშოროთ,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო