თორნიკე რიჟვაძე თურქეთის პარლამენტის წევრ ფარუქ ჩელიკს და დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტს მაჰმუთ ასმალს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თურქეთის პარლამენტში ართვინის დეპუტატთან ფარუქ ჩელიკთან და დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტთან, მაჰმუთ ასმალთან შეხვედრა გამართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია MUSIAD 81 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის, ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, ორგანიზაციას 14 000-ზე მეტი წევრი ჰყავს.

„ასოციაციამ თავისი წარმომადგენლობა ბათუმშიც გახსნა. MUSIAD-ი ბიზნესმენებისა და მრეწველების ინიციატივით დაარსდა და 60 000-ს საწარმოს და 2 მლნ-მდე დასაქმებულს აერთიანებს.

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ერთობლივი პროექტების განხორციელება სავაჭრო და სამრეწველო მიმართულებით დაიგეგმა. ასევე, ასოციაციის ბათუმის ახალი წარმომადგენლობის როლი განიხილეს ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების მხრივ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ასოციაცია MUSIAD-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, საზღვარგარეთ არსებული წარმომადგენლობების ხელმძღვანელმა პირებმა, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში.

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ესწრებოდნენ”, - ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა