რომან გოცირიძე -  შანსი არსებობს, ავანსად მივიღოთ სტატუსი, რადგან ხელისუფლებები არიან დროებით, მიდიან და მოდიან, ქვეყნის ინტერესი კი რჩება - დიდი ალბათობით, ერთი წლის შემდეგ სხვა ხელისუფლება იქნება და ყველა რეკომენდაცია შესრულდება

„ქართული ოცნება“ ბარიერია, მაგრამ ისტორიული მომენტიდან, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არსებობს შანსი, ავანსად მივიღოთ სტატუსი, რადგან ხელისუფლება არის დროებითი - დიდი ალბათობით, ერთი წლის შემდეგ სხვა ხელისუფლება იქნება და დავეწევით უკრაინას და მოლდოვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის გზაზე ბარიერია რეკომენდაციების იგნორირების, ასევე, მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის გამო, ამიტომ სტატუსის მიღება იქნება არა „ქართული ოცნების“ დამსახურება, არამედ ამას განაპირობებს გეოპოლიტიკური ვითარება.

„მთავარი ბარიერი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არის „ქართული ოცნება“. მათთვის პრიორიტეტი არ არის ქვეყნის განვითარება და ევროკავშირში გაწევრიანება, პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება და ამის გამო არ შეასრულა ბოლომდე რეკომენდაციები. 3 რეკომენდაცია, რომელიც შესრულდა, წვრილმანია. როგორ შეიძლება ვიამაყოთ იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევა შეძლო? 9 სერიოზული რეკომენდაცია არ შესრულდა, ამიტომ ბარიერი ვინ არის, კარგად ვხედავთ. მიუხედავად ამისა, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის საქართველომ მიიღოს სტატუსი. ეს არ არის დამოკიდებული ამა თუ იმ ხელისუფლების დამსახურებაზე. ეს არის ქვეყნის სამომავლო სტრატეგიული ინტერესი და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ შეეცდება ამ ქულების ჩაწერას. „ქართული ოცნება“ რომ ვერ ჩაიწერს, ეს ნათელია, რადგან ის ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ გზას, უკრაინის მტერია და რუსეთის მოკავშირე, ყველამ ყველაფერი კარგად იცის. „ქართული ოცნება“ არის ბარიერი, მაგრამ ისტორიული მომენტიდან, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უხეშად რომ ვთქვათ, არსებობს შანსი, ავანსად მივიღოთ სტატუსი, რადგან ხელისუფლებები არიან დროებით, მიდიან და მოდიან, ქვეყნის ინტერესი კი რჩება, საქვეყნო ინტერესიდან და იმ დიდი ალბათობიდან გამომდინარე, რომ ერთი წლის შემდეგ სხვა ხელისუფლება და კოალიციური მთავრობა იქნება, ყველა რეკომენდაცია იქნება სასწრაფოდ შესრულებული და დავეწევით უკრაინას და მოლდოვას, რომლებიც, ალბათ, გაწევრიანების პროცესში იქნებიან,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და გაერთიანება 2030 წლისთვის ამისთვის მზად უნდა იყოს.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს