კობა კობალაძემ საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა, ლისის ტბაზე, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკში, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„29 აგვისტო, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, კობა კობალაძემ და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა, ლისის ტბაზე, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკში, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” წარმომადგენლები.

29 აგვისტო, უკრაინის დამცველების ხსოვნის დღედ, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, 2019 წელს გამოცხადდა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის