რეზო ხარაზი - ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერი განწირულია კორუფციისთვის - 200 მილიონი ლარი გამიზნულია 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის

200 მილიონი ლარი ივანიშვილ-ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გამიზნულია 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის. ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერი ისევეა განწირული კორუფციისთვის, როგორც ბათუმში, გმირთა ხეივნის მშენებლობა, სადაც 33 მილიონ ლარს ხარჯავს გაურკვეველ და დაუსრულებელ სამუშაოებში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა, რეზო ხარაზმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა ტენდერი 200 მლნ ლარზე. სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობით კი აღმოჩნდა, რომ გაურკვეველია რა უნდა გაკეთდეს 200 მილიონი ლარად.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა ტენდერი 200 მლნ ლარზე. სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობით აღმოჩნდა რომ გაურკვეველია რა უნდა გაკეთდეს 200 მილიონი ლარად. ანუ, კონკრეტულად რომელი უბნის ქუჩების და შენობების მშენებლობა - რეაბილიტაცია იგეგმება.

„ქართული ოცნება“ მალავს ამ ინფორმაციას. უკვე ორი თვის განმავლობაში არ გვაწვდის არც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და არც ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმაციას, თუ რა სამუშაოები არის დაგეგმილი ამ კონკრეტული პროექტის ფარგლებში.

(ამას ადასტურებს 2023 წლის 11 მაისს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მისამართზე გაგზავნილი N 15-15231312 წერილისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე 2023 წლის 11 მაისს N 15-15231313 გაგზავნილი წერილის დღემდე უპასუხოდ დატოვება).

200 მილიონი ლარი ივანიშვილ-ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გამიზნულია 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის. ეს პროექტი ისევე განწირულია კორუფციისთვის, როგორც ბათუმში გმირთა ხეივნის მშენებლობა, სადაც 33 მილიონ ლარს ხარჯავს გაურკვეველ და დაუსრულებელ სამუშაოებში. ასევე ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, სადაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო 19 მილიონ ლარს ხარჯავს. ფული შეჭამეს და პროექტი ვერ დაასრულეს. ასევე ბათუმის შემოვლითი გზა, სადაც 350 მილიონს ვხარჯავთ. პროექტი 4 წლის უკან უნდა დასრულებულიყო და ვერ დასრულდა, გაჩერებულია სამუშაოები. ასევეა ნაპირსამაგრი სამუშაოები, სადაც 55 მილიონი ლარი დავხარჯეთ და 2 კილომეტრზე სანაპირო ზოლი აღარ აქვს ბათუმს“, - განაცხადა რეზო ხარაზმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის