ლია გიგაურმა, ქალაქ გორში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა, ქალაქ გორში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების აქტიური ჩართულობით, ვერხვების დევნილთა დასახლებაში არსებულ მემორიალთან გაიმართა. ღონისძიებას ქალაქ გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, დედაქალაქთან ერთად, წელს ქალაქ გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც აღინიშნა.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის- 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს