მარნეულის მერია - ყაზახეთში, მკლავჭიდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, თამაზ ბოჭოიძემ ჩემპიონობა მოიპოვა

ყაზახეთში, მკლავჭიდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მარნეულელმა თამაზ ბოჭოიძემ ჩემპიონობა მოიპოვა. მან 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარჯვენა მკლავში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს. მათივე ინფორმაციით, თამაზ ბოჭოიძემ ასევე წარმატებით იასპარეზა მიმდინარე წლის ივნისში მოლდავეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში და პირველი ადგილი დაიკავა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, კენან ომაროვის განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გვერდით უდგას ადგილობრივ სპორტსმენებს და ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებას.

„მარნეულელი სპორტსმენების გამარჯვება სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, რადგან აღნიშნული წარმატება მოტივაციაა თითოეული მარნეულელი ახალგაზრდისთვის. ვულოცავ მორიგ ღირსეულ გამარჯვებას ჩვენს სპორტსმენს თაზო ბოჭოიძეს და წარმატებებს ვუსურვებ მას”,- განაცხადა კენან ომაროვმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის