აჭარის რეგიონში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ადგილობრივი ბიზნეს სექტორის და მოქალაქეებისთვის შეხვედრები გაიმართა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელმა აჭარაში, ტარიელ გიორგაძემ და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორმა, ედნარ ბოლქვაძემ ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები. ღონისძიებები დიალოგის, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელიც აჭარის მთავრობისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ჩართულობით, მხარდაჭერით გაიმართა.

„აჭარის რეგიონში გამართული ღონისძიებების მიზანი იყო მოქალაქეების და ადგილობრივი ბიზნეს სექტორის მაქსიმალური ინფორმირება, დიალოგის ფორმატში არსებული გამოწვევების და შესაძლებლობების განხილვა, კონკურენციის კანონმდებლობის და მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში სააგენტოსთან მიმართვის მექანიზმების გაცნობა.

ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ქ. ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საკითხის სწავლობს. თემა ეხება - 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება