სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში შეიარაღებული ძარცვა მოხდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში შეიარაღებული ძარცვა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 5 მძარცველი უსუფაშვილების ოჯახში შეიჭრა და მათი კუთვნილი 50 ათასი დოლარის ოდენობის თანხა წაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მძარცველები ჯერჯერობით არ დაუკავებია.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა