წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი გაიხსნა

წინანდლის ჭავჭავაძეების მამულში მე-5 საიუბილეო ფესტივალის პირველი კონცერტი ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით გაიხსნა. პიანისტმა იეფიმ ბრონფმანმა და პან-კავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა, რობერტ შუმანის და პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოები შეასრულეს. კონცერტის დაწყებამდე ფესტივალის დამფუძნებლებმა და მხარდაჭებმა პრესკონფერენცია გამართეს.

„წელს წინანდლის ფესტივალის მეხუთე საიუბილეო სეზონია. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად ფესტივალი მეტ ცნობადობას იძენს. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის მუსიკალურ დირექტორს, ჯანანდრეა ნოზედას, ავი შოშანს, მარტინ ენგსტრომს, ვინც ფესტივალის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს. მადლობა მინდა ვუთხრა ფესტივალის მთელ გუნდს. მოგეხსენებათ, ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია პან კავკასიური ორკესტრი, სადაც გაერთიანებულნი არიან საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, ყაზახეთის, თურქმენეთის ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები. წინანდლის მამულში მათი შეკრება - ერთგვარი სამშვიდობო მესიჯია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო სილქნეტს, ჩვენს თანამოაზრეებს და პარტნიორებს, ვისთან ერთადაც, პირველი დღიდან დავიწყეთ ამ მუსიკალურ პროექტზე მუშაობა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ თეა წულუკიანს - პან კავკასიური ორკესტრის მხარდაჭერისთვის. ნორვეგიის, იტალიის, შვეიცარიის საელჩოებს. ასეთი მხარდაჭერა დიდი სტიმულია ჩვენთვის.“ - განაცხადა ფესტივალის და კომპანია სილქნეტის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

წინანდლის ფესტივალი კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით 2018 წელს დაარსდა და უკვე მეხუთედ კლასიკური მუსიკის მოყვარულების ყურადღებას იპყრობს მთელი მსოფლიოდან.

„წარმოუდგენელია, უკვე 5 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც პან კავკასიურ ორკესტრს ვხელმძღვანელობ. შესაძლებელია მსოფლიოში ბევრი კარგი იდეა არსებობდეს, მაგრამ მათ განხორციელება სჭირდება. და დღეს ჩვენ უკვე მეხუთედ ვხსნით ფესტივალს. ეს შედეგი მე მიქმნის იმის შეგრძნებას, რომ ჩვენ მომავალში კიდევ ბევრი მიღწევა გვექნება.

როცა მე დავთანხმდი, ფესტივალის მუსიკალური დირექტორობას პანკავკასიური ორკესტრი მხოლოდ ოცნება იყო. ახლა მაქვს მეორე ოცნება. ორკესტრმა მოიცვას ბაქო, ერევანი, ასტანა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ფესტივალზე ახალგაზრდა შემსრულებლებს შესაძლებლობა აქვთ გამოსცადონ, თუ რას ნიშნავს მსოფლიოს უმაღლესი მუსიკის ხარისხი.

მე მთელ ჩემს ენერგიას მოვახმარ ამ ფესტივალს და მის განვითარებას მომავალში. დიდი მადლობა ერთგულ აუდიტორიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რაც წინანდალში ხდება, სხვებსაც მოვუყვეთ და გავუზიაროთ. “ - განაცხადა ფესტივალის მუსიკალურმა დირექტორმა ჯანანდრეა ნოზედამ.

წინანდლის ისტორიულ მამულში, 10 სექტემბრის ჩათვლით, კონცერტებს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები და კაშკაშა ვარსკვლავები ჩაატარებენ.

(R)

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს