ვასო ურუშაძე - ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც დღეიდან დაკავებული იქნება პოლიტიკური ოპონენტების, პროდასავლური პარტიების დევნით

ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც დღეიდან დაკავებული იქნება პოლიტიკური ოპონენტების, პროდასავლური პარტიების დევნით - ეს არის პირდაპირი საბოტაჟი ევროკავშირის, ეს არის პირდაპირ გამოცხადება იმის, რომ ისინი დაინტერესებულები არიან მხოლოდ ერთით - გაანადგურონ პოლიტიკური ოპონენტები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების სურვილს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს და კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ვერც ირაკლი ღარიბაშვილი, ვერც მის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო ხელს ვერ შეუშლის.

„იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ჩვენ 12- პუნქტიანი გეგმა უნდა შეგვესრულებინა, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქმედითი ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება იყო, ანუ შექმნილიყო დამოუკიდებელი უწყება, რომელიც დაინტერესდებოდა კორუმპირებული ჩინოვნიკების მაღალი თანამდებობის პირების კორუფციული საქმიანობით. ნაცვლად ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც დღეიდან დაკავებული იქნება პოლიტიკური ოპონენტების, პროდასავლური პარტიების დევნით, მათი შემოწმებით და მათზე გავლენის მოხდენით ანუ ეს არის პირდაპირი საბოტაჟი ევროკავშირის, ეს არის პირდაპირ გამოცხადება იმისი, რომ ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესებულები არიან მხოლოდ ერთით - გაანადგურონ პოლიტიკური ოპონენტები, შეუზღუდონ მათ ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობა, ეფექტიანად საარჩევნო პროცესების წარმართვა და იყვნენ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში, რომ იქნებ ამით მიტაცებული ძალაუფლება შეინარჩუნონ, თუმცა ჩვენ არ გვეშინია არც ქვების სროლის, არც დევნის, დაჭერის. ჩვენი მოქალაქეების ნება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იქნება ბოლომდე მიღწეული ნებისმიერი გზით, მეთოდით და ამას ვერც ირაკლი ღარიბაშვილი, ვერც მის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო და ვერც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული კლანი ვერ შეაჩერებს,“- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ცნობისთვის, დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ფართოვდება. კერძოდ, კორუფციის პრევენციას ორი მიმართულება ემატება: თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების რეგისტრაცია-მონიტორინგი და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.

დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ჩატარდება სამუშაოები მათი აღმოფხვრის, სამომავლოდ პრევენციის და განმეორების შემთხვევაში, რეაგირების კუთხით.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება