ოთარ შამუგიამ სამეგრელოში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრები გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდში, თხილის საწარმო „ჯეონათსში“ სამუშაო პროცესს გაეცნო და თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მიზნობრივი დახმარება, რომელიც სახელმწიფომ სწორედ მცირე ფერმერებისთვის განახორციელა ბაღების მოსავლელად და მოსავლის გასაუმჯობესებლად, ეფექტური აღმოჩნდა.

„სამეგრელოს რეგიონში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრისას მოვისმინეთ დეტალური ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს თხილის მოსავლის დაბინავება სამეგრელოს რეგიონში, როგორი მოსავალია წელს. შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მიზნობრივი დახმარება, რომელიც სახელმწიფომ სწორედ მცირე ფერმერებისთვის განახორციელა ბაღების მოსავლელად და მოსავლის გასაუმჯობესებლად, ეფექტური აღმოჩნდა. მათ წინა წელთან შედარებით უკეთესი მოსავალი აქვთ, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა ფერმერს აუცილებლად მოუარონ ბაღებს, განახორციელონ ის ღონისძიებები და რეკომენდაციები, რომლებიც გაწერილია შესაბამისი აგროკალენდარით. ეს პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია რაოდენობრივად და ხარისხობრივად უკეთეს მოსავალთან, უკეთეს ფასთან და რა თქმა უნდა, თითოეული ფერმერის უკეთეს შემოსავალთან",- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორის ლევან ქარდავას განცხადებით, წელს ფერმერების ნაწილმა თხილის ბაღებს სათანადოდ ვერ მოუარა, რაც თხილის ხარისხზე აისახა.

,,მოვლილ ბაღებში თხილი, შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური ხარისხისაა. სამწუხაროდ, თხილის ბაღების საკმაოდ დიდი ნაწილი ფერმერების მხრიდან არ არის სათანადოდ მოვლილი და ამაზე წვიმებმაც იმოქმედა. თხილის ფასი დამოკიდებულია მის ხარისხზე. დღესდღეობით, სამეგრელოში, ფასი იწყება 3 ლარიდან და მერყეობს 5 ლარამდე",- განაცხადა ლევან ქარდავამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ თხილის გადამმუშავებელი საწარმო შპს „ჯეონათსი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით 2018 წელს შეიქმნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოს, თხილი, ყოველ წელს, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს. როგორც საწარმოს წარმომადგენელი აცხადებს წელსაც აქვთ მოლოდინი, რომ ჩაბარებული თხილის დიდი ნაწილი ევროკავშირის ბაზარზე იქნება გატანილი.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს