შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება ხოლმე - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ამაზე გავლენა არ გვაქვს, მაგრამ მთავარია, რომ საზოგადოების წინაშე პირნათელი ვიყოთ

მთავარია, რომ ვიყოთ საზოგადოების წინაშე პირნათელი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, სამწუხაროდ, ამაზე ვხედავთ, რომ გავლენა არ გვაქვს და ასევე, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროკავშირის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება ხოლმე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოებასა და გაწევრიანების პერსპექტივას აქვს ორი მხარე: ევროკავშირი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, კეთილსინდისიერად მოამზადოს ქვეყანა წევრობისთვის.

„რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოებასა და გაწევრიანების პერსპექტივას, აქ არის ორი მხარე: 1. თავად ევროკავშირი, რომელმაც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ვხედავთ, რომ ამ გადაწყვეტილებას აქვს როგორც ობიექტური, ასევე პოლიტიკური განზომილება. შარშან ეს განზომილება ქართულმა საზოგადოებამ მწარედ იწვნია, როდესაც ევროკავშირის აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება ვიხილეთ, რომ ლიდერ ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და ლიდერის უკან მდგომ ქვეყნებს მიენიჭათ. ჩვენ ევროკავშირის გადაწყვეტილებების წინასწარ განჭვრეტა ამიტომ გვიჭირს. გარდა ობიექტური, განზომადი კრიტერიუმებისა, შემოდის ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკური თემები, სხვადასხვა ქვეყნიდან, ამის არც განჭვრეტა შეგვიძლია წინასწარ და სამწუხაროდ, ზოგიერთ საკითხზე არც რაიმე ზემოქმედება. მე-2 მხარეს დგას ჩვენი სახელმწიფო და ამ შემთხვევაში, ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის წინაშე არის ის, რომ კეთილსინდისიერად მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის. აქამდე ნებისმიერი შეფასება აჩვენებდა, რომ საქართველო იყო და რჩება ლიდერი ყველა იმ ქვეყანასთან შედარებით, რომელიც ევროკავშირის სავარაუდო წევრი, კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ ვართ ლიდერები ბევრი მიმართულებით: ეკონომიკური განვითარება თუ ინსტიტუციური მოწყობა. მთავარია, რომ ვიყოთ საზოგადოების წინაშე პირნათელი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, სამწუხაროდ, ამაზე ვხედავთ, რომ გავლენა არ გვაქვს და ასევე, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება ხოლმე ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება