შალვა პაპუაშვილი - საუბარია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ნაკლები ნდობა აქვს, რაც არასერიოზულია - მისი არჩევა უფრო ინკლუზიური იყო, ვიდრე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის

საუბარია, რომ აუდიტის სამსახურთან შედარებით ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს შერჩევის გამო ნაკლები ნდობა აქვს - არგუმენტები არასერიოზულია, რადგან თუ არჩევის პრინციპს შევადარებთ, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევა უფრო ინკლუზიური იყო, ვიდრე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ერთპიროვნულად წარადგენს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს მანდატის გაფართოების თაობაზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის თქმით, ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატურები შეარჩია კომისიამ, რომელშიც არასამთავრობო სექტორისა და ყოფილი სახალხო დამცველის წარმომადგენელი შედიოდა და შესაბამისად, „პროცესი აბსოლუტურად ინკლუზიური იყო“.

„მოვისმინეთ შეფასება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ გარკვეული პრეტენზიებია, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურით არ არიან კმაყოფილები. ყველას შევახსენებ, როგორ ხდება ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელის შერჩევა. შექმნილი იყო კომისია, რომელშიც შედიოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, ყოფილი სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ამ კომისიამ შეარჩია კანდიდატურები და შემდეგ პრემიერმა დანიშნა შესაბამისი ხელმძღვანელი. პროცესი აბსოლუტურად ინკლუზიური იყო. საუბარია, რომ აუდიტის სამსახურთან შედარებით ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს შერჩევასთან დაკავშირებით ნაკლები ნდობა აქვს. შეგახსენებთ, რომ გენერალურ აუდიტორს ერთპიროვნულად წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე. მე წარვადგინე ყოველგვარი კომისიების და შესარჩევი ჯგუფების გარეშე და შემდეგ, პარლამენტი ირჩევს ხმების უბრალო უმრავლესობით. ამიტომ არასერიოზულია ის არგუმენტები, რომელიც მოჰყავთ ოპონენტებს, თითქოს პროცედურებს იწუნებენ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის პროცედურებთან შედარებით. პირიქით - თუ არჩევის პრინციპს შევადარებთ, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევა უფრო ინკლუზიური იყო ამ გადმოსახედიდან, რადგან ჩართული იყო სახალხო დამცველიც და არასამთავრობო სექტორიც, ვიდრე ეს არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესში, რომელსაც ერთპიროვნულად წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ფართოვდება. კერძოდ, კორუფციის პრევენციას ორი მიმართულება ემატება: თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების რეგისტრაცია-მონიტორინგი და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი. ანტიკორუფციული ბიუროს მანდატის გაფართოებას ოპოზიციაში პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნის მცდელობად აფასებენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო