გივი მიქანაძე კომიტეტის წევრებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალს ეწვია

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრები, კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, რომელიც დღეს ახალქალაქში გაიმართა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალს ეწვივნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის წევრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ახლად გარემონტებული მეოთხე კორპუსი, რომელიც ექსპლუატაციაში უახლოეს პერიოდში შევა.

უწყების ცნობით, უნივერსიტეტი პროფესიული თვალსაზრისით, სხვადასხვა მიმართულებით, ადგილობრივი ახალგაზრდების გადამზადებას უზრუნველყოფს, რაც გივი მიქანაძის შეფასებით, არის უმნიშვნელოვანესი წინსვლა ამ უნივერსიტეტისთვის, მთლიანად რეგიონისთვის და ქვეყნისათვის.

მისივე თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქ არა მარტო უმაღლესი განათლების კუთხით, არამედ პროფესიული კუთხითაც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პროფესიების ათვისებას და კადრების ადგილზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.

კომიტეტის წევრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და ადგილზე გაეცნენ ვითარებას. შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის რექტორთან, პრორექტორებთან, ადმინისტრაციასთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, პროფესიულ მსმენელებთან და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქართული ენის სწავლის მნიშვნელობაზე, თვითონ ამ უნივერსიტეტის დანიშნულებაზე რეგიონისთვის. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები რეალურად არიან მოტივირებული სრულფასოვნად დაეუფლონ სახელმწიფო ენას, ასევე სხვადასხვა პროფესიებს, დასაქმდნენ ადგილობრივად და გააძლიერონ რეგიონი. ეს მისასალმებელი ფაქტია და კომიტეტის მხრიდან სრულად იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრის ბოლოს კომიტეტმა ახალგაზრდები, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტში გაცნობით-შემეცნებით ექსკურსიაზე მიიწვიეს.

უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი და ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო