სამეგრელო-ზემო სვანეთში სატყეო სამსახურის ახალი ოფისი გაიხსნა

ქალაქ ზუგდიდში, სატყეო სამსახურის ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სატყეო სამსახური რეგიონის 9 მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

მოქალაქეები განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა სერვისით ისარგებლებენ. შენობა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და ტექნიკით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ მარტივად შეძლოს ეროვნული სატყეო სააგენტოს სერვისებით სარგებლობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სააგენტოს მთავარ პრიორიტეტად რჩება თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები. გასულ წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის წახალისების ფორმის გამოყენებას, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმებულთა მოტივაციას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნრეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

უწყების ცნობით, ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„აღსანიშნავია, რომ რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია. ამ დროისთვის განახლებულია ავტოპარკის ნაწილი და აღჭურვილობა. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვის ბოლომდე ეროვნული სატყეო სააგენტო სრულად განაახლებს ავტოპარკს. 30 ერთეული მაღალი გამავლობის და სპეციალური დანიშნულების ტექნიკა 9 რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდება, რაც უზრუნველყოფს სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხროცილელებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს