გიორგი ვაშაძე - იმპიჩმენტის პროცედურა წამოწყებულია ერთადერთი რამის გამო: საქართველო ასცდეს ევროინტეგრაციის გზას - სალომე ზურაბიშვილის დამცველი თუ ოპოზიცია გახდებოდა, პირდაპირ გეტყვით, ძალიან რთულად წარმომედგინა

იმპიჩმენტის პროცედურა წამოწყებულია ერთადერთი რამის გამო - საქართველო ასცდეს ევროინტეგრაციის გზას. სალომე ზურაბიშვილის დამცველი თუ ოპოზიცია გახდებოდა, პირდაპირ გეტყვით, ძალიან რთულად წარმომედგინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია, იმპიჩმენტის პროცედურაზე საუბრისას არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას იცავს.

„რაც არ უნდა მიზეზები ვეძიოთ, ჩვენ, ვისაც ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ვისაც საქართველოში ევროინტეგრაცია უნდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზეზს ვერ ამოვხსნით. მთავარი საკითხი არის ის, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის გზას, ეს არის ცალსახა და ისე როგორც აქამდე არაერთი ნაბიჯი გადადგა „ქართულმა ოცნებამ“, რათა საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი მოეხდინა, ზუსტად იგივეა ეს. ეს არის პირდაპირი საბოტაჟი, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ასცდეს ევროინტეგრაციის გზას და პირისპირ დარჩეს რუსეთთან, ჩვენი სუვერენიტეტის ჩაბარება მოხდეს რუსეთისთვის. ეს არის მთელი შინაარსი პრეზიდენტის იმპიჩმენტის. დანარჩენი თვითონაც კარგად იციან, რომ იმპიჩმენტი არ გავა. თავიდანვე აღიარეს, რომ ეს პროცესი, რაც დაიწყეს, არის თავიდან ბოლომდე „ფეიკი“ და ეს ყველაფერი შეთხზულია ერთი რამის გამო, საბოტაჟი ევროკავშირში ინტეგრაციის, საბოტაჟი საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის. იმპიჩმენტის პროცედურა წამოწყებულია ერთადერთი რამის გამო - საქართველო ასცდეს ევროინტეგრაციის გზას. სალომე ზურაბიშვილის დამცველი თუ ოპოზიცია გახდებოდა, პირდაპირ გეტყვით, ძალიან რთულად წარმომიდგენია. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილს კი არ ვიცავთ, საქართველოს ევროინტეგრაციის გზას ვიცავთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ის ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე (სახელწოდებით: „პუტინიზმის დამარცხება“) მმართველი პარტიის წარმომადგენლების არყოფნის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს არა დასავლეთთან, არამედ რუსეთთან ხედავს და ამიტომაც არ ესწრება ღონისძიებას.

„რატომ არ არის მმართველი პარტია აქ, იმიტომ, რომ ისინი საკუთარ თავს არ ხედავენ დასავლეთთან, ისინი საკუთარ თავს ხედავენ რუსეთთან. აქ ის ხალხია, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს და არა რუსეთთან ინტეგრაციას. შესაბამისად, სათქმელი არაფერი აქვთ ამ ადამიანებთან და ამიტომაც არ არიან და ამიტომაც უცხადებენ ბოიკოტს ყველა მსგავს პლატფორმას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. აბა, ხომ არ იტყვის „ქართული ოცნება“, რუსეთი მინდა და ამიტომ არ მივდივარ ამ კონფერენციაზეო. კრემლის მსურველები ამ კონფერენციაზე არ დადიან. დასავლეთში საქართველოს ინტეგრაციის მსურველები ამ კონფერენციაზე არიან. ყველა მეგობარი, ვინც კი გვეხმარება, იმყოფება აქ. ზახაროვა რომ იყოს საქართველოში ჩამოსული, დარწმუნებული ვარ, მიეგებებოდნენ, ტაშსაც დაუკრავდნენ და ბევრ შეხვედრასაც გაუმართავდნენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო