ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე - ჩოხატაური არც დუმბაძის, არც ანა კალანდაძის სკვერის გაყიდვას არ აპირებს

ჩოხატაური არც დუმბაძის, არც ანა კალანდაძის სკვერის გაყიდვას არ აპირებს, - ამის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ განაცხადა.

ირაკლი კუჭავა გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისებასთან დაკავშირებით.

„მინდა შექმნილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით გავაკეთო განცხადება, თითქოს ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისება არის დაგეგმილი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ადგილას, რომელიც გახდა საკამათო და სადაო, დაფიქსირდა ძალადობრივი ფაქტები, რასაც იმთავითვე ვემიჯნები. საუბარი არის მხოლოდ ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელსაც ფაქტობრივად დაკარგული აქვს ფუნქცია და შესაბამისად, ფულად საკრედიტო ორგანიზაციის შემოყვანის თვალსაზრისით მუნიციპალიტეტის საკრებულომ(არანაირი გასხვისება ჯერ არ მომხდარა), საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის მოთხოვნა დაუკმაყოფილა მერიას. ეს არის და ეს მხოლოდ. სინამდვილეში, სადაც არის დუმბაძის სკვერი, მისი ბიუსტი უკვე გადაიღეთ, თუ არადა გავიაროთ და ვნახოთ, პრემიერის ინიციატივით განახლებული რეგიონების ფარგლებში როგორი სამუშაოები მიმდინარეობს. დოკუმენტსაც ვერ იპოვით ოფიციალურს სადაც სკვერს დუმბაძის სახელი აქვს მინიჭებული. ვინ გითხრათ ჯერ გასხვისება? გადავინაცვლოთ ცოტა უფრო ქვემოთ, სადაც არის ჩოხატაურელებისთვის წართმეული 3 ათას კვადრატზე მეტი ფართი, რომელიც წინა ხელისუფლება ისე გაასხვისა, რომ დღესაც ვერ იბრუნებს ჩოხატაური“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კუჭავამ.

კუჭავა ოპონენტებს საკითხის გადაწყვეტას სამართლებრივი გზით ურჩევს.

„ძალადობრივი აქტები კი არ უნდა იყოს, სამართლებრივ ჭრილში უნდა გადავიყვანოთ საკითხი. თუ ოპონენტებს, მათ შორის აქტივისტებს აქვს სურვილი და ეჭვქვეშ აყენებენ და თუ ამ გადაწყვეტილებას აქვს სამართლებრივი ხარვეზი, სასამართლოში გავაგრძელოთ დავა და შესაბამისად დამთავრდეს ამაზე საუბარი. ეს არის სიმართლე და მინდა ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს. ჩოხატაური არც დუმბაძის, არც ანა კალანდაძის სკვერის გაყიდვას არ აპირებს. თუ ეს საკითხი სადავოა, გადავიტანოთ სამართლებრივ ჭრილში", - განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი კუჭავამ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი