5 სექტემბერს აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია გაიხსნება - ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა

5 სექტემბერს აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია გაიხსნება - ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა

5 სექტემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომით საშემოდგომო სესია გაიხსნება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე განისაზღვრა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.

"აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტსა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა. ორივე პროექტი 5 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე განიხილება.

ამავე სხდომაზე ბიურომ მხარი დაუჭირა აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებას, რომელიც დავით გაბაიძემ წარმოადგინა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.