თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მნიშვნელოვანი თემების გადაფარვის, სალომე ზურაბიშვილის დასჯის და ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის საბოტაჟირების მცდელობაა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი არის მნიშვნელოვანი თემების გადაფარვის, პრეზიდენტის დასჯის და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის საბოტაჟირების მცდელობა,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ბრალდებები, თითქოს პრეზიდენტი საჯაროდ აფიქსირებს პოზიციას, რომ ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსს დეზინფორმაციაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განსხვავებები გვაქვს (ჩვენ და პრეზიდენტს) პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, მისი უმთავრესი როლი არის მისი კონსტიტუციური ბერკეტის გამოყენება შეწყალების სახით პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, არაფერი მსგავსი (რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს) პრეზიდენტს არ უთქვამს და ეს ბრალდება არის „რუსული ოცნების“ დეზინფორმაცია და ტყუილი. ჩვენი განსხვავებების მიუხედავად, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვინმე სახელმწიფო ინსტიტუტებიდან რაიმეს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენისთვის დემოკრატიულ ოპოზიციასთან, თავისუფალ მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან და რაც ყველაზე უმთავრესია, ქართველ ხალხთან ერთად, ეს არის სწორედ პრეზიდენტი ზურაბიშვილი და სწორედ ამისთვის ისჯება ის. იმპიჩმენტის პროცესი არაფერია მეტი, გარდა იმისა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი თემების გადაფარვის, პრეზიდენტის დასჯის და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის საბოტაჟირების მცდელობა. ხოლო ის, რომ რეკომენდაციები არ სრულდება ამას სალომე ზურაბიშვილი, ან თინა ბოკუჩავა კი არ ამბობს, ამას ამბობს ბრიუსელი, მათ შორის, ფორმალურადაც გვითხრეს ბოლო ანგარიშში, რომ 12-დან 9, ყველაზე ფუნდამენტური რეკომენდაცია, მათ შორის, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება და რომელზეც დაგვიმარცვლა ევროპამ, რომ ეს საქართველოში დებიძინიზაციას ნიშნავს, არ სრულდება. პირიქით, ყველაფერს აკეთებს „ოცნება“, რომ რეკომენდაციები არ შესრულდეს და საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება