ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ იმპიჩმენტის პროცედურაში არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის ის, რომ მან შეასრულოს მისი წილი კონსტიტუციური პასუხისმგებლობა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს.

ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმპიჩმენტის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას არ აქვს არანაირი კონსტიტუციურ-სამართლებრივი და პოლიტიკური შინაარსი. „ქართული ოცნება“ ამას იყენებს, რომ მთავარი თემებიდან გადავუხვიოთ. იმავდროულად, „ნაციონალური მოძრაობა“ მკაფიო ერთმნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს, რომ ამ იმპიჩმენტის პროცედურაში არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს.

პრეზიდენტს ვაკისრებთ პასუხისმგებლობას და ვთხოვთ, შეასრულოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, უზრუნველყოს მისი წილი პასუხისმგებლობა და კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა