სამინისტრო - კახეთის რეგიონში დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს

5 სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ გადამუშავებულია 1050 ტონა დაზიანებული ყურძენი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 5 ლოკაციაზე, შემდეგ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს: თელავი (2 ლოკაცია), სიღნაღი, ყვარელი და გურჯაანი.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 3500 ჰექტარზე მეტი ფართობი.

სამინისტროს ცნობით, დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება 3 სექტემბერს, სტიქიის მეორე დღესვე დაიწყო. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ.

„რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში გადამუშავებულია 16 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 8 ათას ტონამდე რქაწითელი, 5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მიმდინარე წელს აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი. ყურძნის მოსავლის გადამუშავების მზადყოფნის მოთხოვნით, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 220 ღვინის საწარმო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს