აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - EarthPix-ზე ბათუმის ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

უმსხვილეს ამერიკულ სამოგზაურო პლატფორმა EarthPix-ზე გამოქვეყნებულ აჭარაში გადაღებულ ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გვერდის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულმა, ალი და ნინოსა და ღვინის დაყენების ტრადიციის ვიდეოებმა 50 მილიონზე მეტი გამომწერის ყურადღება მიიპყრო.

„ეს არის ამ პერიოდში ყველაზე ნახვადი და ვირუსული ვიდეო საქართველოდან, რომლის ნახვებიც ყოველდღიურად 2 მილიონით იზრდება” ასე უწოდა EarthPix-მა ღვინის დაყენების ტრადიციაზე გადაღებულ ვიდეოს, რომელსაც გვერდზე ამ ეტაპზე 36 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. EarthPix-ი, რომლის კონტენტსაც თვის განმავლობაში მილიარდზე მეტი ნახვა აქვს, გამომწერებს აჭარაში მოგზაურობის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ბუნების, კულტურის, მთისა და ზღვის კონტრასტით მიღებულ ემოციებს ორი თვის განმავლობაში გაუზიარებს. გვერდის დამფუძნებლებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით აგვისტოში იმოგზაურეს.

EarthPix-ის მიერ შექმნილი ვიდეო კონტენტი გამოირჩევა მაღალი ხარისხით და უნიკალური შინაარსის მქონე ვიდეოებით. იგი აერთიანებს ველურ ბუნებას, ცხოველებს, არქიტექტურასა და სხვადასხვა ტურისტებისათვის მიმზიდველ აქტივობებს, ასახავს მათ საკუთარ პოსტებში, რაც გვერდს ხდის მრავალფეროვანს და დინამიურს მილიონობით აუდიტორიისთვის. EARTHPIX-ის მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის აჭარის ტურისტული პროდუქტების გაცნობა კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო