ირაკლი კობახიძე - როგორ უნდა მოხდეს  ე.წ. დეპოლარიზაცია, როცა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს - მერწმუნეთ, ხალხი ხელისუფლებაში არასდროს დაგაბრუნებთ

გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულებების პირობებში ე.წ. დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია.

„ევროკავშირის ერთ-ერთი რიგით პირველი მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია. ამ ფონზე ვნახეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ტრაგედიებსაც კი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ. გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მათი მედიასაშუალებები დღემდე თავს ესხმიან არამხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ჩვენს გმირ მაშველებსაც კი. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულებების პირობებშიც კი ე.წ. დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინოს.

„როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ცდილობს ნებისმიერი მოვლენა სარკისებურად წარმოაჩინოს. ყველას გახსოვთ, როგორ ატყუებდნენ ისინი მოსახლეობას და ამერიკულ კანონს რუსულ კანონს უწოდებდნენ. ახლა ისინი ცდილობენ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინონ. ქართული საზოგადოება არის ტრადიციული ევროპული ღირებულებების მატარებელი საზოგადოება და მერწმუნეთ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას ევროპულ მოვლენად ვერაფრით მიყიდით. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, კონსტიტუციაზე ძალადობა მისი ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „გახარიები“, „ ჯაფარიძის გირჩი“ და სხვები დღეს, ოპოზიციის რიგებიდან ამ ხელწერით მოქმედებთ. ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის და მერწმუნეთ, კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში ხალხი აღარასდროს დაგაბრუნებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს