რომან გოცირიძე უმრავლესობას - სექტემბერში ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული სამი კანონპროექტი უნდა განვიხილოთ და ახლავე ვაცხადებ, რომ არავითარი ვირეშმაკული დაბრკოლებები არ უნდა მოხდეს კომიტეტზე

სექტემბერში ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული სამი კანონპროექტი უნდა განვიხილოთ და ახლავე ვაცხადებ, რომ არავითარი ვირეშმაკული დაბრკოლებები არ უნდა მოხდეს კომიტეტზე - მოგიწოდებთ, შეწყვიტეთ ამ საკითხების ხელოვნურად შეჩერება და საზოგადოების თვალწინ მისი განხილვის დაბლოკვა, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია, რომ პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან საზოგადოება მოისმენს იმ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას სჭირდება და არ სჭირდება მმართველ პარტიას, რადგან მათი „ძალაუფლების უზურპაციას შეუშლის ხელს“.

„როგორც ირკვევა, დღეს გვექნება ერთდღიანი სამუშაო კვირა. თითქოსდა ამაში არაფერია გასაკვირი იმიტომ, რომ საკითხები არაა და „რა ქნათ, ორი კვირის შემდეგ რომ სამშაბათი მოვა, მაშინ განვაახლოთ მუშაობა“. თითქოს ეს მარტივი ტექნიკური საკითხია, სინამდვილეში ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური საკითხია. სად არის ჩვენი, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები? ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ მიერ წარმოდგენილი 7-მდე კანონპროექტი რატომ არ იხილება დღეს? არ იხილება იმის გამო, რომ კომიტეტებშია გაჭედილი. არღვევთ რეგლამენტს, არღვევთ კონსტიტუციას. დღეს რომ ნიანგის ცრემლებს ღვრით, რომელი კონსტიტუციის დაცვაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში გაუქმებულია კონსტიტუცია, არ არსებობს პარლამენტი, პროკურორი პროკურორს არ ჰგავს და მოსამართლე მოსამართლეს. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობაა. არაფორმალური მმართველობა ნიშნავს არაკონსტიტუციურს. კონსტიტუციურ უფლებას გვართმევთ, რომ კანონპროექტები წარმოვადგინოთ და განხილული იყოს პარლამენტში. ამიტომ, მოგიწოდებთ, შეწყვიტეთ ამ საკითხების ხელოვნურად შეჩერება და საზოგადოების თვალწინ მისი განხილვის დაბლოკვა, ვინაიდან ხალხის გეშინიათ. გეშინიათ იმისა, რომ ამ მაღალი ტრიბუნიდან საზოგადოება მოისმენს იმ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას სჭირდება და არ გჭირდებათ თქვენ, ვინაიდან თქვენს არაფორმალურ არაკონსტიტუციური მმართველობის შენარჩუნებას და ძალაუფლების უზურპაციას შეუშლის ხელს“,- განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძემ დაასახელა სამივე კანონპროექტო, რომელიც მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დააინიცირა და აღნიშნა, რომ მათი მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა „თავიდან იქნეს აცილებული ის საფრთხეები, რაც რუსეთიდან მოდის“.

„პირველი - დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს ქვეყანაში დარჩენის დღეს არსებული რეჟიმი. 2015 წელს ღარიბაშვილის მავნებლური გადაწყვეტილებით რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ნებისმიერი ვადით დარჩენა შეუძლიათ. წინა ხელისუფლებას რომ აბრალებთ, წინა ხელისუფლებას რატომ ხვდებოდნენ საზღვარზეო - მაშინ ევროპული სტანდარტი იყო. 90 დღით შეეძლო რუსეთის მოქალაქეს დარჩენა და უნდა დაეტოვებინა ქვეყანა. ეს იყო 3-თვიანი ვიზა.

მეორე კანონპროექტი - ის, რაც ლიეტუვამ მიიღო - უნდა შეჩერდეს რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენა. მესამე - საქართველოში ბინადრობის საშინელი რეჟიმია, რომელიც აგებულია „ქართული ოცნების“ სამშენებლო ბიზნესის ინტერესებზე. საქართველოში 300 ათასი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს და 5 წლიანი ბინადრობის უფლება ეძლევა. 300 ათასი ღირებულების ქონებას შეიძენს და 5-წლიანი ბინადრობის უფლება ეძლევა. ესეც თქვენ მიიღეთ 2019 წელს საკუთარი სამშენებლო ბიზნეს ინტერესებისთვის“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა