შალვა პაპუაშვილი - მადლობას ვუხდი ბატონ ოჰანას და თანმხლებ დელეგაციას ვიზიტისთვის - გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის

მივესალმები ჩემს კოლეგას, ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარე, ამირ ოჰანას და მის თანმხლებ დელეგაციას, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საშემოდგომო სესიის გახსნის დროს ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს, ამირ ოჰანას და მის თანმხლებ დელეგაციას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გუშინ გამართული შეხვედრის დროს, მხარეებმა საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოებს შორის მზარდი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

მისი თქმით, ქნესეთის თავმჯდომარის ვიზიტი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

,,გუშინ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა და განვიხილეთ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მზარდი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის გაღრმავებისთვის. მოხარული ვარ, რომ პირადი კონტაქტი დავამყარეთ. შეხვედრაზე დადებითად შევაფასეთ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის აქტიური კომუნიკაცია და გამოვხატეთ მზადყოფნა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის, კომიტეტებს შორის გაცვლების გააქტიურებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის არსებული 26-საუკუნოვანი კავშირების კიდევ უფრო ნაყოფიერ და მეგობრულ ორმხრივ ურთიერთობად გარდაქმნას,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორი მოძმე ერს შორის მრავალსაუკუნოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორიაზეც გაამახვილა ყურადღება.

,,საქართველოში ებრაული თემი ყოველთვის მშვიდობიანად ვითარდებოდა, ყოველთვის პატივს ვცემდით მათ უფლებებსა და ადათ-წესებს. ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა ქართველ შინდლერად წოდებული სერგო მეტრეველის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ებრაელების სიცოცხლის გადარჩენა. მადლობას ვუხდით ამირ ოჰანას სერგო მეტრეველის პატივსაცემად მისი შთამომავლებისთვის საპატიო სიგელების გადაცემისთვის. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ორი მოძმე ქვეყნისა და ხალხის ისტორიაში. მადლობას ვუხდი ბატონ ოჰანას და თანმხლებ დელეგაციას ვიზიტისთვის. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებაზე,’’ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო