შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 6 – 7 სექტემბერს სენაკი-ფოთის D 700მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 26 კმ-ზე, ახლად აშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალზე შეჭრით სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 6 სექტემბერს 07:00-დან 7 სექტემბრის 18:00 საათამდე შესაძლოა შეიქმნას შეფერხებები ქალაქ ფოთის გაზმომარაგებაში.

ინფორმაციის თანახმად, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს