ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, შეიქმნა ვიდეო-ელექტრონული კურსი, თემაზე - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის“. კურსის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხების გააზრებას და გენდერული თანასწორობის დაცვას, როგორც საზოგადოებაში, ასევე ბიზნესის სფეროში.
ვიდეო-ელექტრონული კურსი შედგება 17 ძირითადი მოდულისგან, რომლის შედეგად მსმენელი მიიღებს გენდერული თანასწორობის არსის შესახებ ცოდნას. კერძოდ:
ამგვარად, კურსი ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საერთაშორისო პრინციპების პატივისცემასა და დაცვას, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო კონვენციებსა თუ დეკლარაციებში. ასევე, ვიდეო-ელექტრონული ტრენინგები გამიზნულია წვლილი შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების, განსაკუთრებით კი მიზანი 5-ის (გენდერული თანასწორობა) მიღწევაში.
გვსურს გაცნობოთ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, საიტზე ეტაპობრივად განთავსდება ვიდეო-ელექტრონული გაკვეთილები თემაზე - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთის“.
ასევე, კურსის სრული მასალა განთავსდება შემდეგ ბმულზე.
***
პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ: www.gretaproject.ge
ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ვიდეო-ელექტრონული კურსის ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.
(R)