თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების დინამიკას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი იზრდება, რაც ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარაში არაბული საინვესტიციო პროექტის განხორციელების და მსოფლიო ლიდერი ბრენდი ROTANA-ს შემოყვანის მნიშვნელობას. პროექტის განხორციელება გონიოში იწყება და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 71 მლნ აშშ დოლარს შეადგენს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა