თორნიკე რიჟვაძე სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის, ROTANA-ს წარმომადგენლებს შეხვდა - კომპანია გონიოში 71 მლნ დოლარის საინვესტიციო პროექტის განხორციელებას იწყებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სასტუმროთა საერთაშორისო ქსელის, Rotana-ს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ საინვესტიციო ჯგუფს აჭარის საინვესტიციო პოტენციალი და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო.

„არაბთა გაერთიანებული საემიროების საინვესტიციო ჯგუფი საქართველოში პირველად განახორციელებს პროექტს, რომლის მოცულობა 71 მლნ აშშ დოლარი იქნება. პროექტი ითვალისწინებს გონიოში 5 - ვარსკვლავიანი, 546 - ნომრიანი, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას. სასტუმროთა ქსელი Rotana ამჟამად ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა და თურქეთში 73 სასტუმროს მართავს, რომელიც წელიწადში 6 მილიონზე მეტ სტუმარს ემსახურება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება