ბორჯომის მერია - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანეთში, ე.წ კოდიანზე, გუჯარეთის ხეობასა და თორში, მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანეთში, ე.წ კოდიანზე, გუჯარეთის ხეობასა და თორში, სადაც მოსახლეობა სეზონურად მესაქონლეობას ეწევა, მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მზის პანელის სიმძლავრე საკმარისია ერთდროულად რამდენიმე საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩასართავად.

„ტერიტორიაზე ჯამში, 12 კუნძულოვანი მზის ელექტროსადგურის სისტემა მოეწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 139 216 ლარი გამოიყო.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ე.წ. კოდიანს, გუჯარეთის ხეობასა და თორს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა