სახალხო დამცველი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში იმყოფებოდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩავიდა და ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული იორმუღანლოს თემის, ლამბალოს, კაზლარისა და დუზაგრამის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საგარეჯოს სოფლების მცხოვრებლებმა სახალხო დამცველთან შეხვედრებისას 9 სოფლის დამაკავშირებელი ხიდის პრობლემაზე ისაუბრეს.

„ხიდი ამორტიზებულია და ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტს, შესაბამისად, მასზე გადაადგილება საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველის აპარატი დიდი ხანია სწავლობს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

„განსაკუთრებით მწვავედ იჩენს თავს ქართული ენის სწავლების ხარვეზები, რაც პირდაპირ არის კავშირში და ხელს უშლის ამ მოქალაქეთა სრულფასოვან ინტეგრაციას.

მოსახლეობას აწუხებს საგზაო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. დაზიანებული გზის საფარის გამო შეფერხებით მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, სასწრაფო და სახანძრო დახმარების მანქანები. ზოგიერთ სოფელში არ არის არც საბავშვო ბაღი და არც საჯარო სკოლა. დღემდე გაურკვეველია საძოვრების კუთვნილებისა და მოხმარების უფლების საკითხი.

სახალხო დამცველმა ასევე, დაათვალიერა დუზაგრამის საბავშვო ბაღი და მეჩეთსაც ეწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო