მარნეულში RP Global-ის წარმომადგენლები იმყოფებიან

მარნეულში ოფიციალური ვიზიტით RP Global-ის წარმომადგენლები იმყოფებიან. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგატმა ექსპერტებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ოფიციალური შეხვედრა გამართეს, შემდეგ კი მარნეულის N3 საბავშვო ბაღი დაათვალიერეს, სადაც მზის ფოტოელექტრული სისტემის ინსტალაცია დამონტაჟდება.

„შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილეები ზურაბ ფანგანი და თემურ შუბითიძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე, ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი ილია ყალაბეგაშვილი და მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ზაურ ქარამოვი ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის რესპუბლიკის გმინა კობილნიცას შორის 2017 წლიდან მოქმედებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებით თანამშრომლობენ. აღნიშნული ვიზიტი მემორანდუმის ფარგლებში პოლონური მხარის დაკვეთით განხორციელდა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში