ანაკლიაში, 3 წლის ბავშვი მდინარე ენგურში ჩავარდა. ადგილობრივის ინფორმაციით, ბავშვი წყლიდან მაშინვე ამოიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
მისივე ინფორმაციით, ბავშვი ზუგდიდის კლინიკაში პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს.
„ბავშვი მდინარის პირას თამაშობდა და იქვე ჩავარდა. იგი წყლიდან მაშინვე ამოიყვანეს და სწორედ პოლიციის მეშვეობით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, რამდენიმე წუთში საავადმყოფოში გადაიყვანეს", - აცხადებს ადგილობრივი.
ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას ქუთაისში შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანენ.