კახა კალაძე - თუ ქვეყნის პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის - კონსტიტუციის უხეშ დარღვევას შესაბამისი რეაგირება სჭირდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპაში არის ქვეყნის კონსტიტუციის უპატივცემულობა.

ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს დამაზიანებელია ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის.

„კონსტიტუციის მიხედვით, ყველას ჩვენი ფუნქცია გაგვაჩნია. პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, მთავრობას, თბილისის მერს - გვაქვს ჩვენ-ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ. თუ ჩვენ დავიწყებთ ამის აღრევას, არაფერი გამოვა. პირველებმა ჩვენ, პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.

თუ ქვეყნის პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმე და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ჩვენ ხომ ევროპული მიმართულება გვინდა. ამ ყველაფერს თუ ხაზს გადავუსვამთ და ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას პატივს არ სცემს, მაშინ რაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწორია ის ფაქტი, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას შესაბამისი რეაგირება სჭირდება.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კონსტიტუციაში ყველაფერი გაწერილია. ამის აღრევა შეიძლება მიზანმიმართულად ხდებოდეს, რომ რაღაც უთანხმოება გაჩნდეს კონკრეტული საკითხის მიმართ. კონსტიტუციაში წერია, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს ქვეყნის მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. როცა კონსტიტუციის უხეში დარღვევა ხდება, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს