ლენტეხის მუნიციპალიტეტში კურორტ მუაშის მიმართულებით, გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კურორტ მუაშის მიმართულებით, გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 624, 717 ლარია და შ.პ.ს/მ მურმან ტოგონიძე ასრულებს.

„სამუშაოები მონიტორინგის მიზნით რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილემ ბერდია ჩანქსელიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და მერის პირველმა მოადგილემ მარადი ლიპარტელიანმა მოინახულეს.

პროექტის განხორციელების შემდეგ კურორტით დაინტერესებულ პირებს, ტურისტებსა და დამსვენებლებს, გაუადვილდებათ გადაადგილება.

ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ლენტეხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს