ილია დარჩიაშვილი - ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ცალსახად მოიტანს ახალ იმპულსს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება შესაბამის გადაწყვეტილებებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი ცალსახად მოიტანს ახალ იმპულსს ერთი მხრივ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება შესაბამის გადაწყვეტილებებზე.

როგორც დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლება ბორელს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე.

„ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა - ერთი მხრივ, შესაძლებლობა გვექნება უკვე საქართველოში დეტალურად ვესაუბროთ იმ უზარმაზარი გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც შეეხება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. ვფიქრობ, უმაღლეს დონეზე ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება. მეორე მხრივ არის უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული სიტუაცია და ბორელის ვიზიტი სპეციალური გზავნილია, რომ ევროკავშირისთვის ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება წარმოადგენს მაღალ პრიორიტეტს. სწორედ ამ ორი განზომილებით იქნება მთავარი აქცენტები გაკეთებული. მას შეხვედრები ექნება ყველა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო წარმომადგენელთან. ვფიქრობ, ეს ვიზიტი ცალსახად მოიტანს ახალ იმპულსს ერთი მხრივ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება შესაბამის გადაწყვეტილებებზე.

ოქტომბერში ველოდებით ევროკავშირის შესაბამის ანგარიშს, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს დეკემბრამდე, როდესაც უნდა იყოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილები“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი უკვე საქართველოშია.

ბორელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ჟოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა