გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 სექტემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში დიდგორში, ვეძისში, სოფელ დიღომში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

ასევე, 12:15-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში თხინვალა, ლისი და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, ნიჩბისი, ხეკორძი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში. 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, ერეკლეს, ბუაჩიძის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს