გორის მერია - მუნიციპალიტეტში 2023 წელს „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტების უმრავლესობა დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტში 2023 წელს „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტების უმრავლესობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლის დასაწყისში დაფინანსებული პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის ფონდმა აგვისტოში გორის მუნიციპალიტეტს დაფინანსება გაუზარდა.

„გაზრდილი ფინანსური რესურსით გორის მერიამ სამი ინფრასტრუქტურული პროექტი დააფინანსა. აღნიშნული პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით უწყებამ ტენდერები უკვე გამოაცხადა.

ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 9, 4 მილიონამდე ლარია.

ტყვიავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს: სოფელში არსებული მოძველებული წყალმომარაგების სისტემა ვერ აკმაყოფილებდა ადგილობრივების მოთხოვნას. 1000-მდე ოჯახი, სასმელ წყალს დღეგამოშვებით, ორი საათით იღებდა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს სასმელი წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

წედისი, ბნავისი, ოლოზი, ღვარების მიმართულებით გზის რეაბილიტაცია დასრულდა: სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე 5 800 მეტრია. პროექტის მიხედვით, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტის საფარი და მდინარე ათრევას რამდენიმე მონაკვეთზე კი მოეწყო ნაპირსამაგრი კედლები.

ახალსოფელში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს: პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შიდა ქსელის, ჭაბურღილის, სადაწნეო კოშკის, რეზერვუარის, საქლორატოროს მოწყობა და ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა 200-ზე მეტ ოჯახს მოუგვარდება.

ქვახვრელში ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა: სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1 708 მეტრია.

ფხვენისისა და ქვემო ხვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. გზის მონაკვეთის სიგრძე 1 582 მეტრია.

ახალდაბაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. გზის მონაკვეთის სიგრძე 1 329 მეტრია.

ტინისხიდში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. გზის მონაკვეთის სიგრძე 823 მეტრია.

სობისამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცენტრალური მაგისტრალიდან ზემო სობისამდე 6 633 მეტრი გზის მონაკვეთზე სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოხდება როგორც ასფალტის დაგება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ასევ სანიაღვრე სისტემის მოწყობაც, რომელიც ამ დრომდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არ არსებობდა.

მიმდინარეობს ტენდერები: ტყვიავში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა

სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1 103,8 მეტრი; ლომონოსოვის ქუჩის რეაბილიტაცია

სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 579 მეტრი; ბროწლეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 468 მეტრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა