ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი პარლამენტში შეხვედრას მართავს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი პარლამენტშია.

ჯოზეფ ბორელი საკანონმდებლო ორგანოში მყოფ ყველა პარტიული ფრაქციისა და ჯგუფის წარმომადგენელს ხვდება.

კერძოდ, შეხვედრაზე იმყოფებიან: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი, ხალხის ძალის წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი, ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი, პოლიტიკურ ჯგუფ "გირჩის" წარმომადგენელი სანდრო რაქვიაშვილი, „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, „ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე, „ლელოს" წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი, „მოქალაქეების“ წევრი ალექსანდრე ელისაშვილი.

ბორელი საქართველოში 7 სექტემბერს ჩამოვიდა. მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ. პირველი განცხადებები ევროკომისარმა გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე, ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს შეხვედრას, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა გაიმართოს. ჯოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ასევე, გამოიყენებს შესაძლებლობას, გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ინფორმაციის თანახმადვე, ქვეყანაში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებით საშუალებას მისცემს განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო