გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული კოლა გაბიტაშვილის საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 35 წლის თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული კოლა გაბიტაშვილის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ხანძრის დროს სრულად განადგურებულია სახლის ორივე სართული.

ადგილობრივების თქმით, ხმა გაიგეს თუმცა გარეთ გასულებს სახლი უკვე ცეცხლი ალში დახვდათ.

„ღამე იყო და ხმაური იყო, ჭექა-ქუხილი გვეგონა, მაგრამ მერე დავინახეთ რომ სახლი იწვოდა. გამოვიძახეთ სახანძრო, პოლიციაც მოვიდა, მაგრამ უკვე დამწვარი იყო სრულად ორივე სართული. არ ვიცით, რა მოხდა ვერაფერს ვიტყვით”, - ამბობენ ადგილობრივები.

უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი სოფელში რამდენიმე დღის წინ მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც 85 წლის კოლა გაბიტაშვილმა სანადირო თოფით 35 წლის თანასოფლელი ბექა ჯანიაშვილი მოკლა, ადგილობრივებს ამის თქმა უჭირთ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს