გურიის გუბერნატორი - სტიქიის ზონაში დაკარგულია სამი ადამიანი, რომელთაგან ორს ოზურგეთში, ერთს კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ეძებენ - ამ დროისთვის, ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ვერტმფრენის საჭიროება იყოს

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის განცხადებით, რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სტიქიის ზონაში დაკარგულია სამი ადამიანი, რომელთაგანაც ორს ოზურგეთში, ერთს კი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ეძებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, გურიის რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნა. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განვითარდა მეწყრული პროცესები. ამ ეტაპზე, სამ ადამიანს ეძებენ. ორი მათგანს ოზურგეთში, ერთს კი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი, სამაშველო და სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობას, ამ წუთისთვის, ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ვერტმფრენის საჭიროება იყოს”, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა