სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი - მდინარე სუფსა ადიდდა, დატბორილია ძალიან ბევრი სახლის პირველი სართული

სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის ია მოქიას ინფორმაციით, სუფსაში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებია დატბორილი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინ ღამის შემდეგ ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა სუფსის ადმინისტრაციული ერთეული. მდინარე სუფსა ადიდდა და დატბორილია ძალიან ბევრი სახლის პირველი სართულები. მაქსიმალურად ვებრძვით ისე, რაც ხელისუფლების ზომებში შეიძლება შედიოდეს. სამაშველო ბრიგადები მუშაობენ, დაზიანებულია ასევე მიმდებარე სოფლები. პირადად ჩემთან, დატბორვასთან დაკავშირებით, 100-მდე ზარია შემოსული. ყველაზე მძიმე სიტუაცია არის უნაგირის ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებია დატბორილი. სუფსაში მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა ია მოქიამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა