შალვა პაპუაშვილი - ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლების ევროკავშირისთვის აბსოლუტურად მიუღებელია

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლების და მცდელობა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ გვესმის, საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან და ზოგიერთი ევროპარლამენტარისა თუ ევროპელი პოლიტიკოსისგან, არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირისთვის. ეს მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას, ქართული მხარის მხრიდან კი წამოყენებული იქნა საკითხი, რომ ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შემთხვევაში ტერმინი „ოკუპაცია“ დამკვიდრდეს.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან. წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის მხრიდან ყველა პოლიტიკური ჯგუფი და გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა. ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ევროპულ პერსპექტივაზე. საუბარი იყო, ერთი მხრივ, იმაზე, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები შეასრულოს და მეორე მხრივ, ჩვენგან საუბარი იყო იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე და იყოს სამართლიანი. ვისაუბრეთ ასევე რეგიონში არსებულ სიტუაციაზე უსაფრთხოების მხრივ. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა მაინც ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში, ნაცვლად სხვადასხვა ტერმინოლოგიისა, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს დაერქვას საკუთარი სახელი. სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის დოკუმენტებში ოკუპირებულ რეგიონებად არ მოიხსენიება საქართველოს ტერიტორიების ეს ნაწილები და მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივაც ჩვენ ვიგრძნოთ ევროკავშირის მხრიდან სათანადო შეფასება. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლების და მცდელობა, რომელიც ჩვენ გვესმის, სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან და ზოგიერთი ევროპარლამენტარისა თუ ევროპელი პოლიტიკოსისგან, არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირისთვის. ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა, ეს არის ერთიანი ორგანიზმი და თუკი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის - ხალხის და ხელისუფლების მიმართ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო