ქობულეთის მერი - სტიქიის შედეგად სამი სახლია დატბორილი, რომელთა მცხოვრებლებიც უსაფრთხო ადგილასაა გაყვანილი - ბაზრის ტერიტორიაც დატბორილია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ზოიძის განცხადებით, ქობულეთში სტიქიის შედეგად სამი სახლია დატბორილი, რომელთა მცხოვრებლებიც უსაფრთხო ადგილას არიან გაყვანილი.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ძლიერმა წვიმამ ძირითადად, ბაზრის ტერიტორია დატბორა და გზის ნაწილი ჩახერგა.

„იცით, რომ გუშინ ქობულეთში ძლიერი წვიმა მოვიდა. წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა ადიდდა და გადმოვიდა კალაპოტიდან, დაიტბორა ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. ამ ეტაპისთვის, ყველა სამსახური მუშაობს, რა თქმა უნდა, ზიანი დაითვლება და ჩვენ მოსახლეობას გვერდით დავუდგებით. ასევე, რამდენიმე მიმართულებით განვითარდა მეწყერი. მოსახლეობა უსაფრთხო ადგილასაა გაყვანილი. დღის ბოლომდე სრულიად აღდგება მოძრაობა სხვადასხვა მიმართულებით. ტექნიკა მუშაობს. გზების 60-80% არის გახსნილი. ახლა შიდა, საუბნო გზებს ვხსნით. ამ ეტაპისთვის, 3 სახლი დატბორილი და შესაბამისად, სამი ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილას“, - განაცხადა ლევან ზოიძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა