ოზურგეთის მერი - სოფელ სილაურში სტიქიისას დაკარგულ ერთ მოქალაქეს ეძებენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, სტიქიისას დაკარგულ ერთ მოქალაქეს სოფელ სილაურში ეძებენ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უხვი ნალექის შედეგად მეწყერსაშიში ზონებიდან მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

„უხვი ნალექისგან მეწყრული პროცესებია განვითარებული და სოფლებში უბნებია მოწყვეტილი. მუშაობს ტექნიკა, რომ ყველგან გზა გავიდეს. ჯამში, რამდენიმე სოფელშია მსგავსი მდგომარეობა. გარდა ამისა, უხვი ნალექის შედეგად მცირე ხიდებზე წყალია გადმოსული. სოფელ ჯუმათში ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს და სოფელ სილაურში ერთ ადამიანზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. თითქმის, ყველა სოფელში იყო უხვი ნალექი, რის გამოც, სხვადასხვა ტიპის დაზიანებებია. ყველგან გასულები არიან რწმუნებულები და მუშაობს ცხელი ხაზი. აბსოლუტურად ყელა ოჯახში მიდიან. მეწყრული პროცესები რამდენიმე სოფელში განვითარდა. სადაც საფრთხე იყო, მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები, ასეთი რამდენიმე ოჯახია“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა