შალვა პაპუაშვილი მელიას საქმეზე - აპირებენ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციები, ყოფილი ელჩები, ყოფილი სახალხო დამცველი ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს? - მათ ცილი დასწამეს სახელმწიფოს

გუშინ ადამიანთა უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ვინაიდან ნიკა მელიას დაპატიმრება იყო, როგორც კანონიერი, ისე ყველანაირად ჩამჯდარი ადამიანის უფლებების სტანდარტებში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ყველა იმ ადამიანმა, ვინც დეზინფორმაციულ განცხადებებს აკეთებდა 2021 წელს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს ბოდიში უნდა მოუხადოს.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დამწუხრდა იმის გამო, რომ გავიხსენეთ, თუ რა ხდებოდა 2021 წლის თებერვალში, მაშინ, როდესაც მოხდა ნიკა მელიას დაკავება. ყველამ ერთად გავიხსენოთ მაშინდელი სახალხო დამცველის აბსოლუტურად ტყუილი განცხადება, რასაც ის საუბრობდა მაშინ, თითქოს და ხელისუფლება გაბოროტებულია ხალხზე და ამიტომ აპატიმრებს ნიკა მელიას. გავიხსენოთ მაშინდელი ზოგიერთი დიპლომატის, მათ შორის, ყოფილი ელჩის განცხადება, რომელიც პირდაპირი თავდასხმა იყო ქართულ მართლმსაჯულებაზე და თითქოს ეს აცილებდა საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. გავიხსენოთ მაშინდელი ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, აღარ ვსაუბრობთ ჩვენ რადიკალურ ოპოზიციაზე. მაშინ ყველა ორკესტრირებულად თავს ესხმოდა ქართულ სახელმწიფოს. გუშინ ადამიანთა უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ვინაიდან ნიკა მელიას დაპატიმრება იყო, როგორც კანონიერი, ისე ყველანაირად ჩამჯდარი ადამიანის უფლებების სტანდარტებში. ახლა კითხვა ისმის - აპირებს თუ არა ყოფილი სახალხო დამცველი ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს? აპირებენ თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მაშინ ჯგუფურ განცხადებებს ავრცელებდნენ ამ დაკავებასთან დაკავშირებით, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს? აპირებენ თუ არა ყოფილი ელჩები, თუ მოქმედებები, ვინც ამ განცხადებებს აკეთებდა მაშინ, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს? აპირებენ თუ არა ევროპელი პოლიტიკოსები ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს? იმიტომ, რომ ცილი დასწამეს ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს, თითქოს ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება. გუშინ ადამიანთა ევროპულმა სასამართლომ ყველა ამ ადამიანს უწოდა, რომ ისინი დეზინფორმაციას ავრცელებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე ერთადერთი, რასაც მოველი, ეს არის ბოდიში ამ ხალხის მხრიდან. ჩახედეთ 2021 წლის თებერვლის არქივს, ამოიღეთ, ვინ რა განცხადებებს აკეთებს და ჰკითხეთ, აპირებენ, თუ არა მოიქცნენ როგორც ზრდასრული ადამიანები და ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უმრავლესობის სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თანაგუნდელებს არწმუნებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტა და ასევე, „მნიშვნელოვანი იყო, რომ სამართალდამცველ ორგანოებს ემოქმედა.“

„ახლა გიორგი გახარიას პარტიის წევრები ცდილობენ, რომ რაღაცნაირი გამართლება მოუძებნონ, არ ვიცი. ისინიც იქ იყვნენ, უმრავლესობის იმ სხდომებზე, სადაც მეც ვიყავი მაშინ, იქ ვიყავით ყველა, სადაც გიორგი გახარია გვარწმუნებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტა და მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო, რომ სამართალდამცველ ორგანოებს ემოქმედა. ის გვარწმუნებდა ჩვენ ყველას. მათ შორის, დღეს, რომ მისი პარტიის წევრები არიან, ერთად ვისხედით სულ ყველა უმრავლესობის იმ სხდომაზე და შემდეგ როგორ გადავიდა ამ სიტყვიდან და პარლამენტმა რომ შეუწყვიტა მანდატი, თავად უარი თქვა კანონის აღსრულებაზე.

გუშინ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, მათ შორის, რომ მაშინდელი უარი კანონის აღსრულებაზე იყო ჩარევა მართლმსაჯულებაში, ვინაიდან კანონიერ დაპატიმრებაზე სურდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს გაეცა ბრძანება ჩარეულიყო პოლიციის ქმედებებში და არ მიეცა მისთვის შესაძლებლობა, რომ აღესრულებინა კანონი. აი, ეს თქვა გუშინ სტრასბურგის სასამართლომ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო