გიორგი ალადაშვილი - ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დავეხმარებით

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.

ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 7 სექტემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბაისუბანი, პატარა გორი, ზემო და ქვემო მსხალგორი, ფონა, ცოდნისკარი, თელასა და კაბალის თემის ოთხ სოფელში მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას.

„ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები, ათეულობით საცხოვრებელ სახლს სახურავები გადახადა.

ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მოხდა გზების გაწმენდა. ძლიერმა ქარმა ასევე, დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები. ამ ეტაპზე მოსახლეობას, ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ გიორგი ალადაშვილი და ჯონდო მდივნიშვილი. ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ, ადგილზე გაეცნენ ვითარებას და მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდნენ.

გზების გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცედურა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა